შუმერები

ძველი თბილისი

четверг, 4 ноября 2010 г.

ისტორიის პერიოდიზაცია

ისტორიის პერიოდიზაცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან .ისტორიაში მიღებულია პერიოდიზაცია. ეს ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელიც ისტორიკოსთა შორის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ამ დისკუსიით ცხადი ხდება რომ ისტორია "დაუსრულებელი პოლემიკაა". ისტორიის პირველი პერიოდიზაციის ნიშნები ანტიკურ ხანაში ჩნდება, ეს იყო ისტორიის დაყოფის პირველი გულუბრყვილო მცდელობები. ანტიკურ ხანაში საუბრობდნენ ოთხი ეპოქის შესახებ. ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, რკინის საუკუნე, ამის შემდეგ ანტიკური სამყაროს რწმენით სამყაროს დასასრული იყო.
პერიოდიზაცია ოთხ დიდ მონარქიად ისტორია
პრე-ისტორია ქვის ხანა პალეოლითი
მეზოლითი
ნეოლითი
პროტო-ისტორია ენოლითი
ბრინჯაოს ხანა
რკინის ხანა
ძველი მსოფლიო ანტიკური აღმოსავლეთი
ანტიკური ხანა
გვიანი ანტიკა
შუა საუკუნეები ადრეული შუა საუკუნეები
გვიან შუა საუკუნეები
ზედა შუა საუკუნეები
ქვედა შუა საუკუნეები
XV საუკუნე
თანამედროვე ერა
XVI საუკუნე
XVII საუკუნე
XVIII საუკუნე
ახალი ერა
XIX საუკუნე
XX საუკუნე
XXI საუკუნე


ქრისტეს შობიდან II საუკუნეში ცნობილმა ბერძენმა მეცნიერმა კლავდიუს პტოლემაიოსმა საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოს ისტორიის დაყოფას (პერიოდიზაციას) ოთხ დიდ მონარქიად. ამ მოდელის თანახმად კაცობრიობამ განვითარების ოთხი პერიოდი განვლო: ასურეთ-ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, ბერძულ-მაკედონური და რომის. ოთხ დიდ მონარქიად დაყოფას საფუძვლად ედო ბიბლია. პირველი სამი მონარქია ემთხვევა "ძველ აღთქმას", მეოთხე რომის იმპერია ემთხვევა "ახალ აღთქმას".

V საუკუნიდან მსოფლიოს ისტორიის ოთხ დიდი მონაქიად პერიოდიზაციაში ახალი იდეები წამოაყენა, ჰიპონის ეპისკოპოსმა ნეტარმა ავგუსტინემ. რაც იმით გამოიხატა, რომ მან ოხი მონარქიის მიხედვით პერიოდიზაცია კარგად მოარგო ქრისტიანულ-თეოლოგიურ მსოფლმხედველობას, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი სიცოცხლისუნარიანობა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ ეს პერიოდიზაცია შუა საუკუნეებში გაბატონებულ ადგილს იკავებდა.

ამ სქემის მომხრეებითვის ხელი არ შეუშლია იმ გარემოებას, რომ V საუკუნეში დასავლეთ რომის იმპერია დაეცა. მათ მშვენეიერი გამოსავალი ნახეს და ირწმუნებოდნენ რომ რომის იმპერია არ გამქრალა და განაგრძობს არსებობას. ასე ჩაეყარა საფუძველი რომის იმპერიის ტრანსლაციის იდეას, რომელიც უაღრესად პოპულარული იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. დასავლეთ ევროპაში რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდა - ჯერ ფრანკების, ხოლო შემდეგ გერმანული ერის საზღვთო რომის იმპერია და სასულიერო ხელისუფლება - რომის პაპი. ამ ორ ძალას შორის შუა საუკუნეებში უმწვავესი დაპირისპირება არსებობდა. იმპერატორი თვლიდა რომ ის იყო მათ თანადროულ პერიოდში რომის იმპერიის მემკვიდრე და უარყოფდა მოწინააღმდეგის პრეტენზიებს. რომის პაპი პირიქით ირწმუნებოდა, რომ სწორედ ის იყო რომის იმპერიის ჭეშმარიტი მემკვიდრე და იმპერატორს ამ მემკვიდრეეობათან არაფერი ესაქმებოდა.შუა საუკუნეებში ქრისტიანულ სამყაროში, მსოფლიოს ისტორიის ოთხ დიდ მონარქიად დაყოფა მიღებული და აღიარებული იყო. ამ პერიოდიზაციის წინააღმდეგ გამოსვლა მწვალებლობად და არსებული ქრისტიანულ-თეოლოგიური სისტემის წინააღმდეგ ამხედრებას ნიშნავდა. ვინც ამ დოგმებს დაუპირისპირდებოდა ერეტიკოსად ცხადდებოდა.XV - XVI საუკუნეებში აღორძინების ეპოქაში მსოფლიოს ისტორიის ოთხ მონარქიად დაყოფას სერიოზული ოპონენტები გაუჩნდნენ . მათ ადრინდელ მემკვიდრეებს რომაული კულტურისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დასდეს ბრალი და ჭეშმარიტ მემკვიდრეობად ის გამოაცხადეს, ვინც რომაულ და საერთოდ ანტიკური ცივვილიზაციის აღორძინებისკენ მიილტვოდნენ.
რომის იმპერიის მემკვიდრეობა აღმოსავლეთ ევროპაში

რომის იმპერიის მემკვიდრეობაზე პრეტენზია, აღმოსავლეთ ევროპასაც გააჩნდა, პირველ რიგში ეს იყო ბიზანტია. 330 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთში - ბიზანტიონში გადაიტანა, ასე შეიქმნა ახალი ქალაქი კონსტანტინოპოლი. მას შემდეგ რაც დასავლეთ რომის იმპერია დაეცა 476 წელს. ბიზანტიამ თავი რომის იმპერიის მემკვიდრედ მიიჩნია. X საუკუნეში ბიზანტიაში ადგილი ჰქონდა შიდააშილობამ.

ამ ფონზე საქართველოში მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ ბიზანტიის დაცემის ან დასუსტების შემთხვევაში აღმოსავლეთის ქრისტიანული სამყაროს ლიდერის როლი საქართველოს ეტვირთა. ამ პერიოში შეიქმნა ქართველი ჰიმნოგრაფის იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", რომელშიც გატარებულია აზრი იმის შესახებ, რომ მეორედ მოსვლის დროს განკითხვა ქართულ ენაზე იქნებოდა. ქართული ენა საერთაშორისო ენა უნდა გამხდარიყო და აღმოსავლეთ საქრისტიანოში ბერძნულ-ლათინურს ჩანაცვლებოდა. ანალოგიურ აზრს ანვითარებს XII საუკუნის ქართველი პოეტი იოანე შავთელი. «ახალო რომო, შენთვის თქვეს, უფროს-იქმნესო მყოფა ყოველთა: ვნატრი ელდასა, თვით მას გელათსა, სად რომ დაკრძალვენ წმინდა სხეულთა»


1453 წელს თუქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებით დაემხო ბიზანტია. საქართველოს შექმნილ ვითარებაში ბიზანტიის მემკვიდრეობაზე პრეტენზიის წამოყენება არშეეძლო. ასეთ სიტვაციაში წინა პლანზე წამოიწია რუსეთმა. მართლმადიდებლური სამყაროს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო რუსეთი გახდა. რომის იმპერიის მემკვიდრეობაზე პრეტენზია რუსეთს გაუჩნდა. ეს აზრის XVI საუკუნის დასაწყისის რუსმა მოღვაწემ ბერმა ფილოფემ ასე ჩამოატყალიბა.
სამწევროვანი დაყოფა
მოდელს. აღმოძინების ეპოქის მოაზროვნეები დაუპირისპირდნენ მსოფლიო ისტორიის მონარქიებად დაყოფას და საფუძველი ჩაეყარა ისტორიის ახალ პერიოდიზაციას - სამწევროვან დაყოფას. ისინი მსოფლიო ისტორია სამ ნაწილად ყოფდნენ. ძველი, შუა და ახალი ისტორია.

ტერმინი ახალი ისტორია სწორედ ამ პერიოდში იქნა პირველად ნახსენები. ეს პირველად გვხვდება არა რომელიმე მეცნიერულ ნაშრომში, არამედ უცნაურ ვითარებაში. 1469 წელს კარდინალ ნოკალაუს კუზანელის პარაკლისზე გამოსვლის დროს ეპისკოპოსმა ჯოვანი ანდრეამ აღნიშნა, რომ ამ ფრაზის შემდეგ ჯოვანი ანდრეას სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა ისტორიაში.

მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის ძველსა და ახალ სქემას შორის მიმდინარეობდა უშეღავათო ბრძოლა. სიახლე ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს და თანდათანობით სუსტდებოდა ისტორიის ოთხ დიდ მონარიად დაყოფის დოგმები. პირველი მეცნიერი რომელმაც, მსოფლიო ისტორისს წერისას სამწევროვანი დაყოფა მოიმარჯვა იყო გერმანელი მკვლევარი ქრისტეფორე ცელარიუსი. ქრისტეფორე ძველ ისტორიას ამთავრებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ 313 წელს ქრისტიანობის ლეგალიზაციით. შუა საუკუნეების ისტორიას ასრულებს 1453 წელს. ამ აზის შემდეგ კი, იწყება ახალი ისტორია. სამწევროვანი დაყოფა გაცილებით უფორ უნივერსალური და ტევადი აღმოჩნდა ვიდრე მისი წინამორბედი. ეს დაყოფა გაცილებით უფრო უწყობდა ხელს აზროვნების თავისუფლებას ვიდრე ქრისტიანულ-თეოლოგიური მსოფლმხედველობის მონოპოლია, რომლის დროსაც თავისუფალი აზრი იზღდებოდა.
აზრთა სხვადასხვაობა
მსოფლიოს ისტორიის სამწევროვანი დაყოფა ისტორიკოსთა უმარვლესობამ გაიზიარა. მაგრამ თვით თარიღების შესახებ დიდი დავა არსებოს, ეს თარიღები ძირითადად გარდამავალ პერიოდებს უკავშირდება.

ისტორიკოსთა აზრი უკვე ძველი და შუა საუკუნეების მიჯნის დადგენის დროს გაიყო. ერთნი ფიქრობდნენ რომ ძველი ისტორია მთვრდებოდა და შუა საუკნეები იწყებოდა ქრისტიანობის ლეგალიზაციით 313 წელს. ამ თარიღის მომხრეები უპირატესობას მაინც რელიგიურ ფაქტორს ანიჭებდნენ, დანარჩენები უფრო პოლიტიკური ისტორიისკენ იხრებიან, თუმცა სრული თანხმობა არც მათ შორის არსებობს. ერთნი, ძველ ისტორიას ამთავრებენ ალარიხის მიერ რომის აღებით 410 წელს. მეორენი და ისინი უმრავლესობას შეადგენენ, ძველი იტსორიის დასარულად და შუა საუკუნეების დასაწყისად იღებენ რომის იმპერიის დაცემას 476 წელს. მესამენი კი ძველ ისტორიასა და შუა საუკუნეების მიჯნად ასახელებენ არაბთა შემოსევებს VIII საუკუნეში.

ევროპელი ისტორიკოსები შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად მიიჩნევენ XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისს. ისინი ამ ორ ეპოქის შორის წყალგამყოფად ძირითადად სამ თარიღს ასახელებენ. 1453 წელს თუქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებას, 1492 წელს დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს და 1517 წელს რეფორაციის დასაწყისი გერმანიაში. XV საუკუნის მეორე ნახევარში გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, როდესაც დასრულდა ცენტრალური სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი.

ახალ და უახლეს ისტორიას შორის ზღვარის დადგენა დაკავშირებულია ერთ სირთულესთან. ეს მიჯნა მოძრავია. ეს, რაც დღეს უახლესი ისტორიაა, ხვალისთვის უკვე ახალი ისტორიაა. შესაბამისად გადაიწევს ზღვარი ამ ორ ეპოქას შორის. ზოგიერთი უახლეს ისტორიას იწყებს 1871 წლიდან. მართლაც ამ დროს მსოფლიოს მაშტაბით საგულისხმო ცვლილებები ხდება. უპირველეს ყოვლისა საქმე ეხება გერმანიის და იტალიის გაერთიანებას. სამოციანი წლების ბოლოს ინგლისში ჩატარდა რეფორმები, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ინგლისური დემოკრატია. 1871 წლის შემდეგ საფრანგეთში საბოლოოდ დამკვიდრდა მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა რუსეთშიც. 1861 წლის 19 თებერვალს გაუქმდა ბატონყმობა.

ზოგი მეცნიერი უახლესი ისტორიის ათვლის წერილად იღებენ ახალი საუკუნის დამდეგს 1901 წელს. ბევრი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი ნიშანწვეთი იყო პირველი მსოფლიო ომი. ნაწილი ისტორიკოსებისა უფრო შორს იხრება და ამ ზღვრის დამდეგად 1945 წელს მიიჩნევენ.
პერიოდიზაციის სხვადასხვა მოდელები
 ისტორიოგრაფიაში პერიოდიზაციის საკითხში არსბობს მრავალფეროვნება. ჰუმანისტებმა ისტორიის პერიოდიზაცია გაიაზრეს ლათინური ენის განვითარებასთან კავშირში. ისინი ხაზს უსმევდნენ იმ ფაქტს, რომ ლათინურმა ენამ თავის განვითარებაში სამი ეტაპი განვლო. "ოქროს ლათინური" ემთხვევა რომის სახელმწიფოს ეპოქას და რომის სახელმწიფოს დაცემასთან ერთად მთავრდება. ამის შემდეგ ლათინურში იწყება ახალი ხანა "ბარბაროსული ლათინური", ამ ენის დეგრადაციის პერიოდი. ეს მონაკვეთი ემთხვევა შუა საუკუნეებს. აღორძინების ეპოქაში იწყება ლათინურის გამოცოცხლების ხანა. აქედან იწყება ახალი ისტორია. თავდაპირველად ეს სქემა სამოქალაქო ისტორიისთვის არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ შემდგომში ჰუმანისტებმა ის სამოქალქო ისტორიის მიმართაც გამოიყენეს. ისტორიის პერიოდიზაციის საფუძვლად ლათინური ენის განვითარების გააზრება წარმოადგენს ისტორიის სამწევროვან დაყოფის ერთ-ერთ ნაირსახეობას.

მსოფლიო ისტორიის სამწევროვანი დაყოფის ერთ-ერთი ნაირსახეობაა "ჰეგელისტური გააზრება" რომელსაც საფუძვლად უდევს სულის თავისუფლების პროგრესი. თავდაპირველად სული არ არის თავისუფალი. ეს არის ძველი აღმოსავლეთის ქსვეყნების ისტორია. მეორე ეტაპი, სულის განვითარების პროცესში არის ძველი საბერძნეთი და რომი. ჰეგელის აზრით აქ ადგილი აქვს გარკვეულ წინსვლას. მესამე ეტაპს პროგრესის საქმეში წარმოადგენს ქრისტიანულ-რომაული სამყარო, რომლის დროსაც ჰეგელის აზრით სულმა სრული თავისუფლება მოიპოვა.

XIX - XX საუკუნეების მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა ისტორიის სამწევროვანი დაყოფის მორიგი ნაირსახეობა, რომლის მთავარ ამომავალ წერტილს წარმოადგენდა ეკონომიკური სქემა. მას საფუძვლად დაედო გაცვლა-გამოცვლის წესი. ამ სქემის მიმდევრები მსოფლიოს ისტორიას სამ პერიოდად ყოფენ:
კარჩაკეტიული, საშინაო მეურნეობა ანუ ოიკოსური პერიოდი.
"სამოქალაქო მეურნეობის" პერიოდი.
"სახალხო მეურნეობის" პერიოდი.

პირველი პერიოდი ემთხვევა ძველ ისტორიას, მეორე შუა საუკუნეებს, ხოლო მესამე ახალ დროს.

მსოფლიო ისტორიის სამწევრიან დაყოფას ბოლო პერიოდში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ზოგიერთი ისტორიკოსი ილაშქრებს მსოფლიო ისტორიის სამწევრიან დაყოფის წინააღმდეგ. მათი შეხედულებით ეს იმითაა განპირობებული, რომ "უნივერსალური ისტორია" კონცეფცია უარყოფს მსოფლიოს ერთიან ისტორიას. მათი ღრმა რწმენით, ეს მოდელი მოძველებულია და საჭიროა შეიცვალოს ახალი მიდგომით. მათ შექმნეს ასეთი სქემა: რომი-საბერძნეთი-დასავლეთი ევროპა.

ევროპელი და ამერიკელი ისტორიკოსებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ისტორიის პერიოდიზაცია იდეების (რელიგია, იდეოლოგია, მსოფლმხედველობა) მიხედვით. დღესაც არიან ისეთი ისტორიკოსები რომლებიც ისტორიას ძველი ტრადიციის თანახმად ორ პერიოდად ყოფენ: ქრისტეშობამდე და ქრისტეს შობის შემდეგ.

არსებობს შეხედულებები, რომლის მიხედვითაც ისტორია უნდა დაიყოს დიდი რელიგიების მიხედვით:
კონფუცი
ბუდა
ქრისტე
ისლამი.

არსებობს სხვა მოდელიც, რომლის მიმდევრებიც ირწმუნებიან, რომ ისტორიის მსვლელობას განსაზღვრავს ხუთი სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობა: კათოლიციზმი, ავტორიტარიზმი, დემოკრატიზმი, კომუნიზმი, ლიბერალიზმი.

პერიოდიზაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ძველი ბიოგრაფიული ჟანრი. მისი მიმდევრები ხაზგასმით აღნიშნავენ ისტორიის ბიოგრაფიების სახით წერის მნიშვნელობას. ისინი ისტორიას დიდი ადამიანების მოღვაწეობის მიხედვით ყოფენ ეპოქებად: "კარლოს V-ის საუკუნე", "ლუი XIV-ის საუკუნე", "პეტრე I-ის საუკუნე", "ნაპოლეონის საუკუნე" და სხვა. ბოლო ხანებში მეფეების, მხედართმთავრების, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების რელიგიის ფუძემდებლების, დიდი მოაზროვნეების, გვერდით გამოჩნდნენ დიდი ბიზნესმენებიც. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნაყოფიერად იღწვიან ამერიკელი ისტორიკოსები. ამერიკაში ისტორიის პერიოდიზაციას ხშირად მეწარმეთა და წარმოების ორგანიზატორთა (მაგ. ფორდი) ცნობილი წარმომადგენლების მოღვაწეობას უდებენ საფუძვლად.

გამოითქვა მოსაზრება და ბევრი მიმდევარი შეიძინა ისტორიის დაყოფამ მსოფლიო იმპერიების მიხედვით. ამ მიმართულებას გარკვეული შეხება აქვს ბიოგრაფიულ მოდელთან. ამ მოსაზრების მომხრეები ირწმუნებოდნენ რომ, მსოფლიო ისტორია წარმოადგენდა დიდი იმპერიის ცვალებადობას.
პერიოდიზაციის ფორმაციული მიდგომა [რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფეხი მოიკიდა ახალმა მოძრაობამ. რომელიც შეიმუშავეს ცნობილმა გერმანელმა სწავლულებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა.

მარქსისა და ენგელსის ღრმა რწმენით, პირველყოფილი თემური წყობილების შემდეგ ყოველ საზოგადოებაში არსებობდა ადამიანთა ორი ჯგუფი (კლასი), რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ წარმოების პროცესში: მონათმფლობელობის დროს - მონათმფლობელი და მონა, ფეოდალიზმის დროს - ფეოდალი და ყმა, კაპიტალიზმის დროს - კაპიტალი და მუშა, ანუ პროლეტარიატი. ამათგან ერთი ჯგუფი (კლასი) სიმდიდრესა და პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობდა, ხოლო მეორე ჯგუფი შრობობდა. მარსიზმის ფუძემდებლური პრინციპებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს მოძღვრება ფორმაციის შესახებ. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციას მარქსიზმი უწოდებს ისტორიული განვითარების მოცემულ საფუძველზე არსებულ ადამიანთა საზოგადოებას, რომლისათვისაც დამახასიათებელია საწარმოო ურთიერთობათა გარკვეული სისტემა.

მარქსისტული მოძღვრება ფორმაციების შესახებ ყველაზე სრულყოფილად ჩამოაყალიბა ფრიდრიხ ენგელსმა თავის ნაშრომში "ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება".
საბჭოთა ფორმაციული სისტემა
ჰეგელი, რომელმაც ისტორია დაყო სულის თავისუფლების პროგრესის მიხედვით.
საბჭოეთში იოსებ სტალინის მეთაურობით, მოგვცა მსოფლიო ისტორიის ფორმაციული პერიოდიზაცია დოგმატურა, ორთოდოქსულ-მარქსისტულ-ლენინური გააზრება. ის რაც ისაუბრა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა, საბჭოთა ისტორიოგრაფიამ მოახდინა მისი კანონიზაცია. მან აიღო ხუთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია და პირდაპირ გააიგივა ის მსოფლიო ისტორიის დაყოფასთან. საბჭოთა ისტორიოგრაფიას სადავოდ არ გაუხდია ორი თარიღი: 1. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა, როგორც ძველი ისტორიის დასარული და შუა საუკუნეების დასაწყისი. 2. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია, როგორც უახლესი ეპოქის დასაწყისი. განსაკუთრებით ცხარე კამათი გამოიწვია იმან, თუ სად მთავრდებოდეს შუა საუკუნეები და სადუ უნდა იწყებოდეს ახალი ისტორია.

თავდაპირველად ახალი ისტორიის დასაწყისად ნიდერლანდის რევოლუცია ითვლებოდა. სამთავრობო კომისია,: ისოსებ სტალინის, სერგეი კიროვის და ანდრეი ჟდანოვის ხელმძღვანელობით ამ მოდელის მიმართ სერიოზული შენიშვნები გამოთქვეს. კომისის აზრით, "კაპიტალისტური სახელმწიფოების ისტორიაში რუსეთში ოქტომბრის რევოლუციამდე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია და კაპიტალისტური წყობილების დამყარება ევროპასა და ამერიკაში.

ერთი პერიოდი ეს შეხედულება საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მიღებული და აღიარებული იყო და ყოველგვარი დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით შეწყდა. ახალი ძალით განახლდა კამათი სტალინის გარდაცვალების შემდეგ. ამჯერად ბევრი დავის შემდეგ ისტორიკოსები შეთანხმდნენ, რომ ახალი ისტორია დაეწყოთ XVII საუკუნის შუა ხანებში ინგლისის რევოლუციით.

დისკუსია შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის ზღვრის დადგენის ირგვლივ ამით არ დასრულებულა. ინგლისის რევოლუციით ახალი ისტორიის დაწყებას ყველა ისტორიკოსი არ იზიარებდა, ზოგს კვლავ საფრანგეთის რევოლუცია მიაჩდა ახალი ისტორიის დასაწყისად, ზოგს კი ნიდერლანდის რევოლუცია.
საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია [რედაქტირება]

ქართული, როგორც მსოფლიო ქრისტიანული, ისტორიოგრაფია ისტორიას იწყებს ღმერთის მიერ სამყაროს შექმნით. "ქართლის ცხოვრების" შესავალში მოთხოვილია ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ბიბლიური ვარიანტი. საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის მესაძირკვლედ ლეონტი მროველი იყო. მის მიერ შემუშავებული პერიოდიზაცია მტკიცედ დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ლეონტი მრაველმა ქართული ისტორია დაყო ორ პერიოდად- მეფობის ხანამდე და მეფობის ხანა. ამ მოსაზრებას თითქმის ყველა ისტორიკოსი იზიარებდა XIX საუკუნემდე.

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართული ისტორიოგრაფია ორ პერიოდად დაჰყო. საქართველოს ისტორია ფარნავაზიდან 1469 წლამდე, ქვეყნის ისტორია, ერთიანი, მონოლითური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ახალი სიტყვა თქვა XIX საუკუნის ისტორიკოსმა სულხან ბარათაშვილმა. იგი ქართული ისტორიის პერიოდიზაციის გააზრებისას არსებითად ევროპულ ტრადიციას ეყრდნობოდა. საქართველოს ისტორიის წერისას მან მოიმარჯვა პერიოდიზაციის პროგრესულ მოდელს - ისტორიის სამწვრიანი დაყოფა. სულხან ბარათაშვილმა პირველად დაყო ქართული ისტორია სამ პერიოდად: ძველი, შუა საუკუნეები და ახალი ისტორია. მისი თვალსაზრისით, ძველი ისტორია მთავრდებოდა და ახალი იწყებოდა IV საუკუნეში ქრისტიანობის გავრცელებით. ეს თარიღი ძალაინ უახლოვდებოდა მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის იმ ვარიანტს, რომელიც მიჯნად ძველ ისტორიასა და შუა საუკუნეებს შორის იღებდა ქრისტიანობის ლეგიტიმაციას, მილანის ედიქტს.

შუა საუკუნეების დასარულად სულხან ბარათაშვილი იღებდა XV საუკუნის მიწურულს - ერთიანი საქართველოს დაშლას. ეს ფაქტი კვლავ უახლოვდება მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციას (კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს და გეოგრაფიული აღმოჩენები 1492 წელს).

საქართველოსში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა საქართველოს ისტორიისადმი ფორმაციული მიდგომა. ძველ ისტორიასა და შუა საუკუნეებს შორის მიჯნად აღებული იქნა ფეოდალიზმის ჩასახვა IV საუკუნეში ე.წ "ფეოდალური რევოლუცია საქართველოში". შუა საუკუნეების დასასრულად და ახალი ისტორიის დასაწყისად ასახელებენ XIX საუკუნის შუა ხანებს - საქართველოში ბატონყმობის გაუქმება, ხოლო საქართველოს უახლესი ისტორია იწყება 1921 წლიდან საქართველოს გასაბჭოებით.

0 коммент.:

Отправить комментарий